მე მინდა სწორედ ზუგდიდში ხაზი გავუსვა იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც კორცხელში მოხდა. ჩემთვის, ასევე მთელი საქართველოს ამომრჩევლისთვის, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, მიუღებელია მუშტი-კრივით, დაპირისპირებით, ერთმანეთის მტრად გამოცხადებით პოლიტიკურად რაიმეს მიღწევა. ჩვენ ამას არასდროს მივიღებდით და არც მომავალში მივიღებთ. ამ სამარცხვინო ფატზე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება უნდა ყოფილიყო და იქნება სახელმწიფოდან. მაგრამ, სახელმწიფოს რეაგირების გარდა, თვითონ საზოგადოებამაც უნდა მისცეს თავისი შეფასება. ეს შეფასება ადეკვატურად უნდა გამოიხატოს ჩვენი მოქალაქეობრივი აქტივობებით საარჩევნო უბნებთან
tbl.ge/1uul
დაკოპირდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა და ლექცია წაიკითხა