არჩევნები 2016

ვაშაძე: დიახ, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით, ვინც დატოვა ნაციონალური მოძრაობა

დიახ, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყავით, ვინც დატოვა ნაციონალური მოძრაობა. ბოლომდე ვცდილობდით ნაციონალური მოძრაობის რეფორმირებას, მის ცვლილებებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ დღევანდელ ლიდერებს გააზრებულიც კი არ აქვთ ის შეცდომები და პრობლემები, რაც იყო დაშვებული თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. უფრო მეტიც, ვფიქრობ, არც მათ სჯერათ გამარჯვების და კატასტროფა იქნება, თუ ეს ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს.

პლატფორმის "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" წევრი გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ ეს გაერთიანება "მთავარი ნაციონალური მოძრაობაა".

კომენტარები