არჩევნები 2016

ქართული ოცნების კანდიდატ ილია წულაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს დიდუბის 16-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ილია წულაიას საარჩევნო შტაბი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. წულაია დარწმუნებულია ღირსეულ გამარჯვებაში და პარლამენტში ისეთი კანონების ინიცირებას გეგმავს, რომლებიც, მისი თქმით, მოქალაქეებზე იქნება ორიენტირებული.

დიდუბის 16-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბის გახსნას ქართული ოცნების სხვა კანდიდატებიც ესწრებოდნენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები