არჩევნები 2016

ბურჭულაძემ ზურაბ ჯაფარიძე ვაკის #2 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა

ზურაბ ჯაფარიძე
სახელმწიფო ხალხისათვის

პოლიტიკურმა ბლოკმა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კენჭს ვაკის მეორე ოლქში იყრის.

თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის სხვა კანდიდატები არიან:

  • მთაწმინდის პირველი ოლქი - ლადო კახაძე;
  • ნაძალადევის 18-ე ოლქი - გიორგი რუხაძე;
  • საბურთალოს მეექვსე ოლქი - მამუკა კაციტაძე;
  • კრწანისის მეშვიდე ოლქი - სოფიო გიორგაძე;
  • ჩუღურეთის მეთოთხმეტე ოლქი - ნათია კალაძე;
  • სამგორის 11-ე ოლქი - ლევან ხაბეიშვილი;
  • დიდუბის მეთექვსმეტე ოლქი - მანანა ნაჭყებია.

კომენტარები