შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: ქართული ოცნება ვის უნდა ჩაეხუტოს ზედმეტად, ასეთ ხაზს ვერ გავავლებდი

მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ქართულ ოცნებას პარტნიორი არ დასჭირდება. როგორც უკვე ვთქვი, ისინი მოვლენ საშუალოდ 100 ხმით, 90-ზე ნაკლებს მე ვერ ვხედავ. ზოგადად, პარტიამ უნდა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც შევა პარლამენტში. მე ასე წარმომიდგენია, რომ თემატურად ყველასთან უნდა ითანამშრომლოს. ხშირად დასჭირდებათ კონსტიტუციური უმრავლესობა და რაც, დიდი ალბათობით, შეიძლება არ ჰქონდეთ. ვისთან არ უნდა ითანამშრომლონ, ასეთ ხაზს არ გავავლებდი ან ვის უნდა ჩაეხუტონ ზედმეტად, ასეთ ხაზსაც არ გავავლებდი.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ამჯერად ის გურიაშია.

კომენტარები