შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი: სირცხვილია, ენმ-ს რომ ელოდებიან. ისევ ცოცხებს ელოდებიან?

[ქართული ოცნების წევრები] ხალხზე ზრუნვაში არიან და ხალხზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ - აი, კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და NATO-ს წევრიც გავხდეთ. აი, ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება. აი, ამისთვის ვიღწვი, რომ ჩემთან შეხვედრაში დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ალტერნატივა ქართულ ოცნებას არ ჰყავს. ნუ მიედ-მოედებიან. სირცხვილია, რომ 250 ათასი - 300 ათასი კაცი ისევ ნაციონალურ მოძრაობას ელოდება. რა უნდათ, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება!

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან", GDS-ის ეთერში. ამჯერად ის გურიაშია.

კომენტარები