კრიმინალი

ყიფშიძეზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

Getty Images

ყიფშიძეზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამართალდამცველებმა 25 წლის მამაკაცი ზესტაფონში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისათვის, დღეს ყიფშიძის ქუჩაზე პროფილაქტიკის თანამშრომელი დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. რუსთავი 2-ის ცნობით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პროფილაქტიკაში მისულ მამაკაცს ხელოსანმა უთხრა, რომ არ ეცალა და მას რიგის დაკავება სთხოვა.

კომენტარები