სომხეთი

სომხეთის პრემიერმინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი გადადგა

CTK/Alamy

სომხეთის პრემიერმინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი გადადგა. გადადგომის სავარაუდო მიზეზად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის ძლიერი ვარდნა სახელდება.

ადგილობრივი მედიის ცნობით კი, მთავრობის სხდომაზე აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ თავისი გადადგომით სურს სომხეთის პრეზიდენტს, ახალი მთავრობის ჩამოაყალიბების საშუალება მისცეს. მისი თქმით, სახელმწიფოს მართვის საკითხებში ახალი მიდგომებია საჭირო.

აბრაჰამიანის თქმით, ის აქტიური პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და ახალი მთავრობის წევრებთან მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

კომენტარები