არჩევნები 2016

ქართული ოცნება: რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდა დაბალანსებული ნარკოპოლიტიკით

რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჩანაცვლდა სახელმწიფოს დაბალანსებული ნარკოპოლიტიკით. მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა დამოკიდებული პირებისათვის. გაუქმდა ზედოზირების შემთხვევების სამედიცინო პერსონალის მიერ პოლიციისათვის ცნობების პრაქტიკა. სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგად, ქვეყანაში 99%-ით შემცირდა კუსტარული ნარკოტიკების, ხოლო 90%-ზე მეტით - ე.წ. "ბიონარკოტიკის" მოხმარება. ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. განისაზღვრა ფარმაცევტის პასუხისმგებლობა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე.

პარტია ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

კომენტარები