არჩევნები 2016

ყიფიანი: ქალი პროფესიონალი უნდა იყოს, სიის ათეულში რომ მოხვდეს

სამწუხაროა, რომ ჩვენს წამყვან პოზიციებზე ქალი არ აღმოჩნდა, მაგრამ ეს იყო ფორსმაჟორულ რეჟიმში ბლოკის შექმნა, გადაწყვეტილებების მიღება. ეს არ უკავშირდება არანაირ პრობლემას და ვიტყვი, რომ ქალები აუცილებლად დიდი დოზით უნდა იყვნენ პოლიტიკაში წარმოდგენილი. თუმცა, აპრიორი იმის თქმა, რომ ქალი უნდა იყოს ათეულში, არასწორი მიდგომაა, ქალი პროფესიონალი უნდა იყოს. ბლოკის მოცემულობაში, იმ ინდიკატორით, რასაც პროფესიონალიზმი ჰქვია, ეს მოცემულობა მივიღეთ.

პაატა ბურჭულაძის პლატფორმის წევრი ირაკლი ყიფიანი რუსთავი 2-ის ეთერში. ბლოკის სიის პირველ ოცეულში მხოლოდ კაცები არიან.

კომენტარები