არჩევნები 2016

ყიფიანი: ქართულ ოცნებასთან კოალიციურ გაერთიანებას არ განვიხილავთ

თუ ქართული ოცნების მხრიდან, მაგალითად, საგადასახადო ლიბერალიზაციაზე იქნება საუბარი, რა თქმა უნდა, ამას დავუჭერთ ჩვენ მხარს - იმიტომ, რომ გვსურს, ბიზნესს დავუტოვოთ მეტი თანხა. მაგრამ თუ ქართული ოცნება აგრძელებს იმ არასწორ პოლიტიკას, რასაც წლების განმავლობაში ვხედავთ, არ დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება კოალიციურ გაერთიანებას ქართულ ოცნებასთან, ეს საკითხი საერთოდ არ განიხილება, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც აქვს სწორი ინიციატივები, სწორი პრინციპები, სწორი იდეოლოგია და ჩვენს პრინციპებზე უნდა აეწყოს ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პარლამენტში შევა.

პაატა ბურჭულაძის პლატფორმის წევრი ირაკლი ყიფიანი ქართულ ოცნებასთან შესაძლო კოალიციაზე, რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები