შეხვედრები რეგიონულ მედიასთან

ივანიშვილი თავდემებზე: ალასანიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და გუნდიც მეგობრობას გადაყვა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ალასანიამ დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა. გუნდის წევრებმა, სხვებმა, ვერ მოახერხეს, ნაცვლად იმისა, რომ გაესწორებინათ ლიდერის შეცდომები და თვითონ არ გაეზიარებინათ, მეგობრობას გადაყვნენ, ასე ვთქვათ. თავშივე, პირველივე შეხვედრა მახსოვს დემოკრატებთან და ეგეც არ მომწონდა, რომ ჩემს დასმულ კითხვებზე ყველანი ალასანიას უყურებდნენ, იქვე ვიხუმრე - ეს არის ახალი დემოკრატია-მეთქი? დემოკრატიას ამას ეძახით, რომ ლიდერის გარეშე პასუხი არ გინდათ გასცეთ-მეთქი? საერთოდ, ამ ჯგუფში შეიმჩნეოდა ზედმეტი დომინანტობა ლიდერის და ამანაც ცუდად იმუშავა, თავისუფალმა დემოკრატებმა ალასანიას შეცდომები თავისუფლად გაიზიარა და მეგობრობას გადაყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას მოეხერხებინა და ყოფნოდა კაცობა, ვაჟკაცობა და თავის შეცდომაზე გუნდი არ წამოეყვანა, ის თვითონ მოიქცა არასწორად და გუნდიც ხათრით თუ ამ დამოკიდებულებებით გადაყვა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას. დღეს ის ქუთაისში იმყოფება.

კომენტარები