გერმანიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 3 სირიელი დააკავეს

Reuters

გერმანიაში ანტიტერორისტული რეიდებისას, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 3 მამაკაცი დააკავეს.

ადგილობრივი პრესის ცნობით, ჩხრეკა მიგრანტების საერთო საცხოვრებლებში და რამდენიმე ბინაში ჩატარდა.

სამივე დაკავებული სირიის მოქალაქეა, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფრის მიღებაზე შეიტანეს განაცხადი.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ტომას დე მეზიერის თქმით, შესაძლოა, დაკავებულებს გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებთანაც ჰქონდეთ კავშირი. დაკავებულები 17, 18 და 26 წლის ახალგაზრდები არიან.

კომენტარები