ფულადი გზავნილები

ქვეყნების ათეული, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

REUTERS

2016 წლის აგვისტოში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის, $37 მილიონის ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა. ჯამში აგვისტოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $105.8 მილიონი (245.4 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 25.3%-ით ($21.4 მილიონით) მეტია 2015 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. ფულადი გზავნილების 92% ათ უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. 

ფულადი გზავნილების მიხედვით აგვისტოში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $37 მილიონი
  2. აშშ - $11.7 მილიონი
  3. იტალია - $10.5 მილიონი
  4. საბერძნეთი - $10.4 მილიონი
  5. თურქეთი - $8 მილიონი
  6. ისრაელი - $5.5 მილიონი
  7. ესპანეთი - $3 მილიონი
  8. აზერბაიჯანი - $2.5 მილიონი
  9. გერმანია - $2.4 მილიონი
  10. გაერთიანებული სამეფო - $2.4 მილიონი

წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად საბერძნეთს უკავშირდება. გასული წლის ივლის-აგვისტოში საბერძნეთში საგარეო ვალის კრიზისი იყო, რის გამოც საბერძნეთმა ყველა საერთაშორისო გადარიცხვა დაახლოებით ერთი თვით შეაჩერა. ამ შეჩერების გამო გასული წლის აგვისტოში საბერძნეთიდან საქართველოში მილიონ დოლარზე ნაკლები გადმოირიცხა, წელს კი საბერძნეთიდან გადმორიცხულმა თანხამ $10 მილიონი შეადგინა. 

აგვისტოში საქართველოდან უცხოეთში $17.3 მილიონი გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით $5 მილიონით მეტია.

კომენტარები