პირველი და მთავარი, ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი ეს გახლავთ ახალი ხელისუფლების, რომ ეს მოსმენები და მიყურადებები შეწყდა. ერთი შემთხვევა მაინც გაქვთ, რომ ხელისუფლებამ არასანქციებული მოსმენები ან მიყურადება განახორციელა? ეჭვები სულ უნდა გვქონდეს, სულ უნდა ვფრთხილობდეთ, ჟურნალისტები სულ უნდა იყვნენ ამ მიმართულებით ძალიან ფხიზლად და აგრესიულად, თუ გნებავთ. [უკანონო მოსმენების] არც ერთი გამოვლინება არ გვაქვს. ის, რომ რესურსი აქვს ხელისუფლებას და ეჭვს იწვევს, კი ბატონო, მეც ვუერთდები ამას, რომ ხელისუფლებას აქვს ამის ყველაზე დიდი რესურსი, უსაფრთხოების სამსახურს და შეუძლია, რომ მოუსმინოს, მაგრამ ამას უნდა მტკიცებულებები და ამას უნდა დამტკიცება და მიმდინარეობს გამოძიება.
შეხვედრები რეგიონულ მედიასთან
ივანიშვილი: ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, რომ მოსმენები და მიყურადებები შეწყდა
tbl.ge/1vkp
დაკოპირდა
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შესახებ. ივანიშვილი რეგიონულ მედიას და მოსახლეობას ამჯერად რაჭა-ლეჩხუმში ხვდება.
უკანონო მოსმენებიშეხვედრები რეგიონულ მედიასთანბიძინა ივანიშვილინიკა გვარამიასუს-იუსაფრთხოების სამსახური
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: საზოგადოებას ვპირდები, რომ ნაცები ვეღარ იბლატავებენ
- ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენა ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურაში ბევრი საქმეა
- ივანიშვილი: 8 წელში ემიგრანტების დიდი ნაწილი დაბრუნდება და თავის საწნახელს მიხედავს
- ივანიშვილი: ბევრს ხელექავება და ხელეწიფება, რომ ხელისუფლებაში მოსვლა ფულისთვის უნდა
- ივანიშვილი: ნათელაშვილს უფრო კარგი კლიპები გაუკეთეს, ენმ-ის არ ვარგა