არჩევნები 2016

სკოლა ოლიმპის სტადიონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული

საფეხბურთო სკოლა ოლიმპის სტადიონთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს სტადიონის გარეშე შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით ტერიტორიაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და მოსაწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, მერიამ მოსწავლეებს სტადიონი წაართვა.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სტადიონთან დაკაშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა უწყებას ხისტი გადაწყვეტილების მიღება არ სურს და ამ დრომდე კონკრეტული შედეგიც ამიტომ არ არის.

საფეხბურთო სკოლა ოლიმპის სტადიონის ნგრევა ესტონურმა კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ცნობილია, რომ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი უნდა აშენდეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, სად გააგრძელებენ ვარჯიშს ბავშვები.

კომენტარები