არჩევნები 2016

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

ცესკო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები გადასცა. დოკუმენტი 3 577 375 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემებს შეიცავს, რომლის შედეგადაც ცესკო კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას. 

მონაცემების ხელახალი დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სია ხელმისაწვდომი იქნება საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამის საარჩევნო კომისიას ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართონ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვონ ცვლილების შეტანა.  

კომენტარები