არჩევნები 2016

რესპუბლიკელები: თამარ ხიდაშელის პლაკატებს პატრიოტთა ალიანსის პლაკატები გადააკრეს

facebook.com/republicans.ge

რესპუბლიკური პარტიის ინფორმაციით, 18 სექტემბერს დიდ დიღომში, პეტრე იბერისა და მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატები მიზანმიმართულად დააზიანეს და დაფარეს საარჩევნო სუბიექტის "დავით თარხან­მოურავი, ირმა ინაშვილი ­ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ერთ­ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით. 

პატრიოტთა ალიანის მხარდამჭერთა მიერ განოხრციელებული ქმედება ისჯება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46­ე მუხლის, მე­71 ნაწილით, კერძოდ: „დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული“ ამავე კანონის მე­80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა ითვალისწინებს ფულად ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.

კომენტარები