არჩევნები 2016

ბურჭულაძე: მე სასამართლოსთვის არასდროს მიმიმართავს, ეს არ არის ვაჟკაცური საქმე

არ მესმის, ამ ადამიანს [ბიძინა ივანიშვილს] ყველაფერი ეპატიება ამ ქვეყანაზე? რაც მოუვა თავში, რაც მოუვა ენაზე, უნდა ილაპარაკოს. მე ასეთი მოპყრობა მისგან არ მომწონს. ერთხელ გამეცინა, მეორედ გამეცინა, იუმორით ვუპასუხე. ცოტა მიხედოს თავის საუბარს და ცოტა კულტურულად მოიქცეს. ეგ დაუსჯელად არ უნდა დარჩეს. ბოდიში უნდა მოიხადოს. თუ არ მოიხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ტყუის. მე სასამართლოში ამის მჩივლელი არ ვარ. ეს არ არის ჩემი მიზანი. მე ასი ათასობით ადამიანი იმედის თვალით მიყურებს. უცებ გამოდის და იძახის, რომ მე მას ფული მოვთხოვე. ან დაამტკიცოს, ან ბოდიში მოიხადოს. ეს აუცილებელია... მე სასამართლოსთვის არასდროს მიმიმართავს. ეს არ არის ვაჟკაცური საქმე, რომ სასამართლოში ვიჩივლო. მე ვარ თბილისში გაზრდილი, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, და ცოტა სხვანაირად ვიცი პასუხის მოთხოვნა. სასამართლოში ჩვენი ჩივილი ამის თაობაზე, ჩემი აზრით, არ იქნება თბილისურად ლამაზი... თბილისში, სადაც მე გავიზარდე, ასეთ რამეზე სასამართლოში არ მიდიან. მე მივყვები იმ ხაზს, რომ თუ არ მოიხდის ბოდიშს, ის დამნაშავეა. ღმერთმა შეუნდოს. 

ბლოკის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, პაატა ბურჭულაძის მიერ თანამშრომლობის სანაცვლოდ „უამრავი" ფულის მოთხოვნის შესახებ.

კომენტარები