არჩევნები 2016

ივანიშვილი: სამშვიდობო მემორანდუმის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო

კარგი იქნებოდა, თუ ხელს მოაწერენ ყველანი, მაგრამ ამის საჭიროება არ უნდა დამდგარიყო, თვითონ ფაქტი, რომ ასეთ დოკუმენტზე მოთხოვნილება ხდება, არის ცუდი, მომავალში უნდა ვიფიქროთ, რომ აღარ გახდეს ამის საჭიროება. მე ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ცუდი დანატოვარია, მათი აგრესიული გამოვლინებებია ძირითადად დაპირისპირება, ერთი პარტია, ერთი გუნდი ატარებს აქციას, მიდიან სხვები და ცდილობენ არევას. მახსოვს, როცა პოლიტიკაში მოვედით, პრინციპში საშუალება არ გვქონდა, გავსულიყავით და მოსახლეობას შევხვედროდით, იქ ჰყავდათ ე.წ. ზონდერები, რომლებიც ძალიან აქტიურობდნენ და ხშირად მუშტი-კრივში გადადიოდა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. სამშვიდობო მემორანდუმის შესახებ. ივანიშვილი დღეს კონფერენციას - "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" - დაესწრო.

კომენტარები