საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ეტაპზე ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია - მოსამართლეთა ნაწილის საბოტაჟისა და საკანონმდებლო შტურმის შედეგად, სასამართლო რუსთავი 2-ისა და გიგი უგულავას საქმეებზე განაჩენის გამოტანას ვერ ახერხებს.
სასამართლოში სიახლეა - როგორც მინისტრი წულუკიანი იტყოდა, ორი ახალი ბათუმელი მოსამართლე გვყავს. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი ირინე იმერლიშვილი და სამართალმცოდნე გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.