არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ქართული ოცნების შექმნილ 4-წლიან პანაშვიდზე გავიცინო თუ არა, არ ვიცი

ძალიან ვისიამოვნე, რომ ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] ლაპარაკობს ჩვენს დაშლაზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც დაეშალა მთელი კოალიცია; რომელსაც პრეზიდენტი [გაპრეზიდენტებიდან] მეორე დღესვე გაემიჯნა, მე გამეცინა ბატონ ბიძინას ანეკდოტზე, რომელიც ჩემზე იყო პანაშვიდთან დაკავშირებით, ნამდვილად სასაცილოა, მაგრამ არ ვიცი, გავიცინო თუ არა იმ პანაშვიდზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეუქმნა ქართველ ხალხს 4 წლის განმავლობაში.

პაატა ბურჭულაძე ეხმაურება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ანეკდოტს: "პარტია შექმნაო თუ დამკრძალავი ბიუროო. წრეს დაარტყამენ, მიდიან და გამოდიან".

კომენტარები