არჩევნები 2016

ბურჭულაძე GFK-ზე: დაბალი რეიტინგი რომ გვქონდეს, იქნებოდა ჩვენზე ასეთი ზეწოლა?

მე ყოველთვის, რა კვლევაც არ უნდა ჩატარებულიყო, ვიტყვი, რომ ყველა კვლევას ვენდობი, მაგრამ საღად ვიაზროვნოთ - გუშინ გამოქვეყნდა იმედის კვლევები, დღეს გამოქვეყნდა თქვენი კვლევები, გამოდის, რომ სხვადასხვა სახელმწიფოშია ორივე ჩატარებული, რადგან ერთ სახელმწიფოში ამხელა განსხვავება არ შეიძლება, იყოს. მეორეც, ერთადერთი პარტია, რომელზეც ზეწოლა მიდის, არის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ატერორებენ მხარდამჭერებს, სამსახურიდან უშვებენ, ყველა ბიზნესმენი დატერორირებულია, როგორ გგონიათ, ჩვენი რეიტინგი რომ იყოს 3, 2, 1. 0.5 პროცენტი, იქნებოდა ასეთი ზეწოლა? თავისუფლად ვიქნებოდით მიშვებულები. ჩვენზე იმხელა ზეწოლაა, ჩვენ მგონი, ცოტათი უფრო რბილად რომ ვთქვათ, მეტი გვაქვს მაგ პროცენტებიდან. ამიტომ ძალიან წყნარად ვუყურებ ყველა კვლევას, მთავარია, რა მოხდება 8 რიცხვში.

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე GFK-ის კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, მის პარტიას გამოკითხულთა 2.6% უჭერს მხარს.

კომენტარები