გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შარაშენიძე: თუ ტერაქტი რუსეთმა მოაწყო, ე.ი. ძალიან დასუსტებულია კონტრდაზვერვა

რაციონალურად უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს მოიწყო გივი თარგამაძემ, რადგან ძალიან სარისკო იყო. წესით, არც ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს. თუ ვისაუბრებთ რუსულ კვალზე, რომელიც გამომდინარეობს იქიდან, რომ თარგამაძე რუსეთში გამოცხადებულია ძებნილად, მაშინ ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან დასუსტებულია ჩვენი სპეცსამსახურები, ჩვენი კონტრდაზვერვა, რადგან რუსეთი მსგავს რაღაცებს აწყობს თბილისის ცენტრში.

GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ენმ-ის წევრ გივი თარგამაძეზე განხორციელებულ ტერაქტზე რ2-თან საუბარში.

კომენტარები