არჩევნები 2016

ბაქრაძე: დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები და საზეიმო ღონისძიებებს აღარ ვატარებთ

დღეს ძალიან პოზიტიური და კარგი დღე გვაქვს, მაგრამ ბუნებრივია, იმ ტერაქტმა, რომელიც გუშინ მოხდა, თავისი გავლენა იქონია ჩვენს დღევანდელ დღეზე. კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს სოლიდარობას და თანადგომას გუშინ დაზარალებული ადამიანების მიმართ. ჩვენ დღეს გათვალისწინებული გვქონდა გარკვეული საზეიმო ღონისძიებები, აქაც, შემდეგ რუსთაველის გამზირზეც, ძველი პარლამენტის შენობასთან, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ტერაქტის დროს დაზარალდნენ და დაზიანდნენ უდანაშაულო ადამიანები, ჩვენ საზეიმო ღონისძიებებს აღარ ვატარებთ, მაგრამ ყველაზე დიდი ზეიმი დღეს თავისთავად არის ის, რომ ასე, ათეულობით ათასი ადამიანი შეიკრიბა, ელოდება გამარჯვებას და ზეიმობს გამარჯვებას.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღევანდელ აქციაზე.

კომენტარები