არჩევნები 2016

ბურჭულაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა გაყალბებული საბუთი არის ანულირებული

მარნეულიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ყველა გაყალბებული საბუთი არის ანულირებული. მარნეულის ცესკომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რაც გაყალბებული იყო - გააუქმეს. ძალიან მრცხვენია ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ამ ხერხებს მიმართავს. ყველაფერს წინა მთავრობას აბრალებდა და აი როგორ იქცევა დღეს.

აღიარეთ დამარცხება, თუ გყოფნით ვაჟკაცობა ! ასეთი მეთოდებით ბრძოლა სამარცხვინოა საქართველოსთვის ! ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა ?!

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, მარნეულში მომხდარ საარჩევნო ინციდენტზე

კომენტარები