არჩევნები 2016

ცაგარეიშვილი: არის მაგალითები, როცა ეგზიტპოლის შედეგები სხვა იყო, რეალური სხვა

რადიო თავისუფლება

"საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, როცა ეგზიტპოლების შედეგები იყო ერთი და რეალური შედეგები იყო სხვა. მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო ამისი", - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა.

"დაველოდებით საბოლოო შედეგებს, ნაწილობრივ შედეგები ცნობილი იქნება ხვალ. თქვენ იცით, რომ აქ ჩვენ ქოლცენტრი გვაქვს შექმნილი, დავიწყებთ პირველადი მონაცემების გადამუშავებას, ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მოგვაწვდიან უწყვეტ რეჟიმში ინფორმაციას და შესაბამისად, უკვე დავეყრდნობით ამ ოფიციალურ შედეგებს. ვვარაუდობდით, რომ ეგზიტპოლები სწორედ ამ ფორმით განხორციელდებოდა, რა ფორმითაც ახლა განხორციელდა. საქართველოს უახლეს ისტორიას ახსოვს, როცა ეგზიტპოლების შედეგები იყო ერთი და რეალური შედეგები იყო სხვა. მე შემიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანო ამისი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის არასრული ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 3 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 32.74%, პატრიოტთა ალიანსი - 5.76%. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შედეგებია: ლეიბორიტული პარტია 4.21%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.25%, თავისუფალი დემოკრატები 3.21%, დემოკრატიული მოძრაობა 2.81%, სხვა პარტიები 8.12%.

კომენტარები