არჩევნები 2016

ბურჭულაძე: ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, სამეულში ვიქნებით

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

"ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, 12 % - ის ზემოთ გვაქვს შედეგები, სამეულში ვიქნებით", - ამის შესახებ სახელმწიფო - ხალხისთვის ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა.

"ვეუბნებით ჩვენს ამომრჩევლებს, რომ გული არ გაიტეხონ, რადგან ხვალ დილით სულ სხვა რეზულტატი ელოდებათ. ჩვენ თვითონ ჩავატარეთ გამოკითხვები, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი შედეგები 12 % - ზე მაღალია, ასე რომ, ხვალ ამ შედეგს ველოდებით. ზუსტად ასეთი ეგზიტპოლი ჩავატარეთ ჩვენც, უბრალოდ არაოფიციალურად, არ გვინდოდა ამის გამოქვეყნება. სხვათა შორის, ხვალ უნდა გაირკვეს კიდევ ბევრი რამ, მარნეულში რაც მოხდა, როგორი დარღვევები იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან მაღალი რეზულტატი გვაქვს, ბევრად მაღალი. დარღვევები ძალიან მაღალი იყო, ჩვენ ვანახეთ არაერთი დარღვევა, მათ შორის, რომ ბიულეტენზე პირველი ნომერი არ იყო საერთოდ, მეორე ნომრიდან იწყებოდა, პირველი ნომერი იყო მოხეული. გარდა იმისა, რომ ხალხი შედიოდა პირდაპირ უბნებზე და ეხმარებოდა 41-ის შემოხაზვას, პირდაპირ მაგიდაზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი დარღვევა იყო, ამაზე დავით ჯანდიერმა განცხადებები გააკეთა, მაგრამ ჩვენ გულს ვერ გავიტეხთ, ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი. ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, 12 % - ის ზემოთ გვაქვს შედეგები, რამდენად ზემოთ, მე არ ვიცი, მაგრამ სამეულში ვიქნებით", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ერმანულ-ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია GfK-ის ფინალური ეგზიტპოლის თანახმად, პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას 2 პარტია ახერხებს. ესენია ქართული ოცნება - 39.9% და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 32%. ბარიერს ჩამოსცდა პატრიოტთა ალიანსი და 4.3% აქვს [18:00 საათის მონაცემებით, ლახავდა].

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი შედეგებია: თავისუფალი დემოკრატები 4.1%, ლეიბორიტული პარტია 3.6%, სახელმწიფო ხალხისთვის 3.4%,, დემოკრატიული მოძრაობა 2.9%, სხვა პარტიები 9.8%

კომენტარები