არჩევნები 2016

ნაციონალურ მოძრაობაში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ

ამ წუთებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პარტიის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ისინი პარტიის სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. გიორგი ბარამიძის თქმით, ენმ-ში აქციებს არ გამორიცხავენ.

"როგორც პასუხისმგებლობიოს მქონე პოლიტიკური ორგანიზაცია, ვალდებულები ვართ ვიმოქმედოთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, პატივი ვცეთ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არჩვნებზე ხმა მისცა ამა თუ იმ პარტიას. ბუნებრივია, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, ავწონ-დავწონოთ და ისე მოვიქცეთ. როდესაც დამთავრდება კონსულტაციების პროცესი, ყველა ფაქტორი იქნება გათვალისწინებული, ეს არ იქნება მხოლოდ დღევანდელი დღის მსჯელობის საკითხი და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. აქციებს, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ", - თქვა ბარამიძემ.

ცესკოს პირველადი მონაცემებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 27.04 % აქვს.

კომენტარები