ტერორიზმი

თურქეთში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

AP

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დურაქში ქურთი მებრძოლების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 ჯარისკაცი და 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც თურქი სამხედროების მანქანა გამშვებ პუნქტთან, შემოწმებისთვის გაჩერდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 26 ადამიანი.

ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, თავდამსხმელებმა თურქი სამხედროების მანქანას თავდაპირველად ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ იქვე მდგარი მანქანა ააფეთქეს, რომელშიც დისტანციური ბომბი იყო დამონტაჟებული.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, მთავრობის განცხადებით, თავდასხმის უკან ქურთების სახალხო პარტია დგას.

კომენტარები