არჩევნები 2016

სამუშია: ენმ უნდა შევიდეს პარლამენტში და გაჩეჩილაძესავით არ მოიქცეს

ენმ უნდა შევიდეს პარლამენტში და ისევე უპასუხისმგებლოდ არ მოიქცეს, როგორც ლევან გაჩეჩილაძე მოიქცა 2008 წელს. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ უარი თქვა საპარალამენტო მანდატებზე და ამის შემდეგ რა ბედიც ეწია მას, ყველამ ვიცით. მე ენმ-ისთვის იმიტომ არ მიმიცია ხმა, რომ ის გაჩეჩილაძესავით მოიქცეს და შემდეგ გაქრეს წლები. ენმ-სთვის იქნება ძალიან რთული პარლამენტში ყოფნა, მაგრამ მან უნდა გაძლოს, რადგან უმნიშვნელოვანესია რუს ოლიგარქს ჰყავდეს რეალური ოპოზიცია.

თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი ნათია სამუშია წერს Facebook-ზე.

კომენტარები