არჩევნები 2016

ბურჭულაძე: მე მგონი, ვრჩები

პაატა ბურჭულაძე
სახელმწიფო ხალხისათვის

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვების შესახებ ინფორმაციაზე პაატა ბურჭულაძე მკაფიო კომენტარს არ აკეთებს. ის 2 დღეში სპეციალურ ბრიფინგს აანონსებს.

"ეს იყო ყველაზე უღირსი მეთოდებით ჩატარებული არჩევნები, რაც მე წარმომედგინა. მთელი მზადების პროცესი იყო ძალიან უღირსი. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ტიპის პარლამენტი მივიღეთ ჩვენ, რა პოლიტიკოსები ისხდებიან პარლამენტში და როგორი რანგის პოლიტიკოსები არ იქნებიან. ჩემი თავი არ მაქვს მხედველობაში. ორ დღეში გავაკეთებ ბრიფინგს, მანამდე უნდა მოვილაპარაკო გუნდთან", - თქვა ბურჭულაძემ.

ჟურნალისტების მიერ არაერთხელ გამეორებულ კითხვას, რჩებით თუ არა პარტიაში, ბურჭულაძემ უპასუხა - "მე მგონი, კი... კი, კი, ვრჩები".

კომენტარები