ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ, დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. როგორც ტაბულას ინგოროყვას კლინიკაში უთხრეს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.
როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე გახსნილია და იდენტიფიცირებულია დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი. ამ დროისთვის უწყებას არავინ დაუკავებია.