კრიმინალი

შსს: განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ, დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა

სამართალდამცველებმა გაბზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1949 წელს დაბადებულ ა.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები