ვანო მერაბიშვილის საქმე

ვოლსკი მერაბიშვილის საქმეზე: უნდა ვიცოდეთ, დავაკელით თუ არა გამოძიებას რაიმე

მნიშვნელოვანია, რომ ფართო შემადგენლობამ განიხილოს. მოლოდინი გვაქვს ის, რაც რეალურად არსებობს უკვე. პირველი, პოლიტიკური შემადგენელი ამ ნაწილს და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონია და არც მომავალში ექნება და მეორე, რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დავაკელით თუ არა გამოძიებას რაიმე. მისი კამერიდან გაყვანის საკითხთან დაკავშირებით იყო თუ არა გამოძიება სრულფასოვნად ჩატარებული.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ევროსასამართლოს დიდმა პალატამ საჩივარი წარმოებაში მიიღო.

კომენტარები