უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ქართული ოცნება, მისი მთავრობა და გუნდი არის პროდასავლური და ეს აღიარებულია ყველას მიერ დედამიწაზე, ვინც ოდნავ ობიექტურად უყურებს მოვლენებს. ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, დაიწყო და დასრულების ფაზაშია ვიზალიბერალიზაციის პროცესი, გადაიდგა უპრეცედენტო ნაბიჯები ნატოსა და ევროკავშირისკენ... რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას - არჩევნებს დაველოდოთ. საქართველოს მოსახლეობა, მისი ამომრჩეველი არის ბრძენი, მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს ქართულ ოცნებას. მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში, პირნათლად გაართმევს თავს მასზე დაკისრებულ ნდობას... თქვენ ფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპული ძალაა? მე არ ვფიქრობ ასე.
tbl.ge/1yg7
დაკოპირდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამოქალაქო საზოგადოების მიმართვის შესახებ. ცნობისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი პროდასავლურ პარტიებს სთხოვს, ამომრჩევლებს მეორე ტურებში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ და ქვეყანა საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეს აარიდონ.
ამავე თემაზე
- ეს ყველაფერი წაიღეთ სამართალდამცველ სტრუქტურებში - კობახიძე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე
- ზრდილობის ხსენებაზე მიშველაძემ კობახიძეს დიტო სამხარაძის გინება ჩაურთო
- ღუდუშაური მოქალაქეს: შე ჩმორო, შენი დედას შევე*ი
- ოცნების დეპუტატი: არ გამოდის ოჯახი მამაკაცისა და ქალის გარეშე
- საკრებულოში ოცნების დეპუტატი: ღირსებით, გაუ*იმავი კაცებით ვივლით ევროპისკენ