კრიმინალი

ყაჩაღობის მომზადებისთვის ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "ეკოლის" მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. ბრალდებულმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვეღარ განახორციელა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).

კომენტარები