უვადოდ დანიშნული მოსამართლეები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე უვადოდ დანიშნა

ნატა ნაზღაიძე
რუსთავი 2

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 12 მოსამართლე, თბილისსა თუ რეგიონებში, უვადოდ დანიშნა. მათ შორისაა რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატალია ნაზღაიძე. ასევე უვადოდ დაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო.

კანდიდატების უმეტესობასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო. 

უვადოდ დანიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.

კომენტარები