საქართველო-თურქეთი

მარგველაშვილი ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის რესპუბლიკის დღეს ულოცავს. მარგველაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება.

"თქვენო აღმატებულებავ, მინდა, გულითადად მოგილოცოთ თურქეთის რესპუბლიკის 93-ე წლისთავი. მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენს ძლიერ პარტნიორთან, მეგობრული ურთიერთობისა და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტნიორობის გაღრმავებაში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, წარმატებას მოგვიტანს ჩვენი ერების ურთიერთსასარგებლოდ.

ვსარგებლობ ამ შესაძლებლობით და მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდეჭერისათვის

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი თურქი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

კომენტარები