მიწისძვრა იტალიაში

ცენტრალურ იტალიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

usgs.gov

ცენტრალურ იტალიაში მორიგი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ 7.1 მაგნიტუდას მიაღწია.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნორჩადან 6 კილომეტრში იყო. ბიძგები იგრძნობოდა რომშიც.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 7 საათსა და 40 წუთზე მოხდა.

დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცნობილია, რომ მიწისძვრას მოჰყვა ნგრევა.

შეგახსენებთ, რომ 1 კვირის წინ იტალიაში, 2 საათის განმავლობაში, 5.5 და 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცენტრალურ იტალიაში 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრა აგვისტოშიც მოხდა. მაშინ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ამატრიჩე იყო. მიწისძვრას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები