ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, გორის რაიონის სოფელ ზედღულეთში სადამკვირვებლო ორგანიზაციის ახლგაზრდა ევროპელების წარმომადგენელს ალბერტ მერებაშვილს სცემეს. ნაციონალური მოძრაობისვე ინფორმაციით, "მერებაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ საკრებულოს წევრები სოფელ სობისიდან, კობა ბერიანიძე გამგეობის თანამშრომლებთან და "ზონდერებთან" ერთად".
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. უწყებისვე ცნობით, მერებაშვილის მამა წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულად დააკავეს.