2030-ის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქართულ ოცნებაში უკვე მიღებულია.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს და მის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.
ამჟამად ირაკლი კობახიძე პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებს.