საკონსტიტუციო უმრავლესობა

წულუკიანი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე: ხალხმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს ქართულ ოცნებას, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველამ პატივი უნდა სცეს. მიხარია, რომ სწორედ ამ პრინციპით აკეთებს ყველა კომენტარს თუ შეფასებას, რადგან ჩვენ მივედით დემოკრატიის განვითარების იმ დონეზე, როდესაც ხალხი წყვეტს, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ხალხმა გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა. მათ შორის, გადაწყვიტა ის, რომ ოცნება შევიდეს საკონსტიტუციო უმრავლესობით, გადაწყვიტა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს თითქმის ნახევარი მილიონი ხმა და გადაწყვიტა ისიც, რომ მესამე პარტია არის არა რომელიმე სხვა, არამედ პატრიოტთა ალიანსი. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე.

კომენტარები