პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობა

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და მასაჟის სალონის ადმინისტრატორები დააკავეს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროს, ბარებისა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორები: 1975 წელს დაბადებული ა.ნ., 1967 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. და 1958 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე გ.ვ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ" - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები