საქართველო-უკრაინა

სააკაშვილი: უკრაინის მთავრობა თუ გამაძევებს, 3 დღეში ხალხი გამომიშვებს ციხიდან

Reuters

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თეორიულად შესაძლებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში გააძევოს. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია მე-7 არხზე თქვა. მან აღნიშნა, რომ ამის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.

"კი, თეორიულად შესაძლებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოში გამაძევოს. უბრალოდ, ზუსტად 3 დღეში ხალხი გამომიშვებს ციხიდან და იქიდან ერთ დღეში მე ისევ კიევში ვიქნები, ამიტომ ეს ძალიან ცუდი პერსპექტივა იქნება მათთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ აქედან გამიშვან. ასეთი რამეების არ მეშინია. როცა მართალი ხარ, მართალი ხარ. როცა მე ვიცი, რომ მართალი ვარ, დავამტკიცებ ჩემ სიმართლეს. სულ ესაა", - ამბობს სააკაშვილი.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და თავს უკრაინელ პოლიტიკოსად განიხილავს. აღსანიშნავია, რომ როგორც უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ისე კონსტიტუციაც, კრძალავს უკრაინის მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას.

კომენტარები