კრიმინალი

თბილისში, 10 თვის გოგონას ცემის ბრალდებით, მისი ძიძა დააკავეს

Police.ge

სამართალდამცველებმა 10 თვის გოგონას ცემის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული ე.ს. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვე-ნახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილ გოგონას სცემა.

"ეს ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით). მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები