რეკლამა

26 ნოემბერს, თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016 გაიმართება

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის და ფონდი „ჯუნოს" ორგანიზებით, რიგით მესამე თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016 გაიმართება. ერთდღიანი ფორუმის მიზანია ბლოგერების, ინტერნეტ აქტივისტების, დეველოპერებისა და დაინტერესებული პირების შეკრება.

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, იზრდება ადამიანთა დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. „თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016" კი სწორედ ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, ისაუბრონ თავიანთ იდეებზე, განხორციელებულ პროექტებზე და გაუზიარონ სხვა ადამიანებს საკუთარი გამოცდილება. ამასთან, გაიცნონ ერთმანეთი, დასახონ მიზნები სამომავლოდ, საქართველოში კიდევ უფრო მეტი საინტერესო, პროექტების განახორციელებისთვის" - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფორუმზე სხვადასხვა სფეროდან, განსხვავებული ინტერესის და პროფესიის მქონე ადამიანები, თავიანთ პროექტებზე, ბლოგებსა თუ იდეებზე ისაუბრებენ, შემდეგ კი, დამსწრეთა კითხვებს უპასუხებენ. ინტერაქტიული ფორუმი დინამიურ რეჟიმში წარიმართება, რადგან მისი მიზანი სწორედ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება და გაცვლაა.

„თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016"-ზე დასწრება შეუძლია ყველას, ვინც დაინტერესებულია საქართველოში ინტერნეტ აქტივობით და ციფრული ტექნოლოგიებით.

"თბილისის ინტერნეტ ფორუმი 2016" 26 ნოემბერს, სასტუმრო „ფაბრიკაში" გაიმართება.

დამატებითი ინფორმაცია ფორუმის, რეგისტრაციის და ბილეთების შეძენის შესახებ იხილეთ: http://fb.com/InternetForumTbilisi

კომენტარები