შსს: ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების გამო ერთი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.მ. რუსთავში დააკავეს. ამის შეახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"გამოძიებამ დადგინდა, რომ ი.მ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა." - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები