გვიან ღამით, თბილისში თავს კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს დაესხნენ. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
ლიბერალის ცნობით, ტრანსგენდერ ქალს ორმა უცნობმა მამაკაცმა სცემა.
"მცემდნენ და მაგინებდნენ, მიყვიროდნენ, რომ უნდა მოვმკვდარიყავი, რადგან დავიბადე ასეთი" - ამბობს დაზარალებული, რომელიც საავადმყოფოდან დღეს დილით გამოწერეს.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს ზიზის თავს 14 ოქტომბერს დაესხნენ. ის 40-დღიანი კომის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.