მარიხუანის დეკრიმინალიზაცია

ჭიჭინაძე: როცა ზიარება მოხდება პლანით, მერე ვილაპარაკოთ ღვინოსთან გათანაბრებაზე

სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ სპეციალისტი, უბრალოდ, ერთი რაღაცა ვიცი და მინდა, თქვენც იცოდეთ - ამ თემებზე ყოველთვის ხდება აპელირება, როდესაც საქართველოში პატრიოტული და ეროვნული მუხტი იღვიძებს ხოლმე. 70-იან წლებში მოხდა ნარკოტიკის შემოგდება, როდესაც მშობლიურ ენასთან დაკავშირებით გამოსვლები დაიწყო, საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუ დააკვირდებით, მაშინ გაიხსნა ძალიან საქართველოში საზღვრები, ნარკოტიკი ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა, მერე იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით...

საერთოდ, ნარკოტიკი არის ის, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენნაირი პატარა ერი განსაკუთრებით უნდა ებრძოდეს, ჩვენ ისედაც პრობლემა გვაქვს გამრავლების და ნარკოტიკი არ უწყობს ხელს გამრავლებას.

იმას, რომ ლამაზად ხატავენ და ღვინოს ადარებენ, ეს არის მკრეხელობა ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ ზიარება ხდება ღვინით და პურით, ასე რომ, როდესაც ზიარება მოხდება პლანით, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ მათ გათანაბრებაზე.

ქართული ოცნების დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნაზე.

კომენტარები